суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია.

ტრენინგის პირველი დღე


რეფლექსია

  ტრენინგის პირველივე დღის დასაწყისში მონაწილეებმა ერთმანეთი გავიცანით.ამის შემდეგ ტრენერმა ქალბატონმა ნათიამ წარმოგვიდგინა დღის გეგმა,რომელიც ასე გამოიყურება:
  გეგმა
1.გაცნობა.
2.ტრენინგის მიზნები.
3.გზამკვლელის (Viewer-ის) გაცნობა.
4.პორტფოლიოს საქაღალდეს შექმნა.
5.კურსის რესურსების გაცნობა.
6.პროექტების განხილვა.
7.ბლოგების შექმნა.
  გავიგე რომ ინტელი არის ფირმა,რომელიც ამზადებს პროცესორებს. ასევე ჩავინიშნეთ პროექტებთ სწავლების გზამკვლევის მისამართი 
 შევედით გზამკვლევში (Viewer-ში) და მასში ვნახეთ 21-ე საუკინის უნარ-ჩვევები და პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომლებიც გამოგვადგება პროექტის მიზნების დაწერისას.
  ტრენერმა გაგვაფრითხილა, რომ  როცა დავიწყებთ პროექტის დაწერას  პირველ რიგში უნდა შევქმნათ შემდეგი საქაღალდეები:
1.კურსის რესურსები.
2. მოსწავლის ნიმუში.
3.სასწავლო პროექტის გეგმა.
4.სასწავლო პროექტის დამხმარე.
5.სურათები, აუდიო, ვიდეო. ასევე ამ საქაღალდეში უნდა შევინახოთ სხვა საქაღალდე შემდეგი სახელით- საავტორო უფლებები.
6.შეფასებები.
  ვისწავლე Viewer - დან რესურსების გადმოწერა და მისთვის  განკუთვნილ ფაილში მოთავსება.შევედით რესურსებში, გავარჩიეთ და მასში მოვნახეთ პროექტები, რომლებიც ასევე განვიხილეთ და გავარჩიეთ. შევქმენით ბლოგი, სადაც გარკვეული გამოცდილება მქონდა, თუმცა რა თქმა უნდა აღმოჩნდა ისეთი საკითხი, რომელიც უფრო სხვანაირად მესმოდა  და  გავარკვიე.
  ტრენერმა ასევე მოგვცა საიტი სადაც არის ვიდეო ტრენინგები -  ict.tpdc.ge.ამ დღეს შევიძინე ის უნარები და ცოდნა რომელიც ზემოთ ავღნიშნე და ვფიქრობ რომ მომავალი  დღეები ტრენინგისა უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია. შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. სრულყოფაში მოვიყვანე სასწა...