суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია.

ტრენინგის მესამე დღე


  რეფლექსია
 ტრენერმა ქალბატონმა ქეთინომ წარმოგვიდგინა გეგმა ტრენინგის მესამე დღისა რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი.
  გეგმა
1.გამეორება.
2.სტანდარტის დადგენა.
3.პროექტის მიზნის განსაზღვრა.
4.მიმართულების მიმცემი კითხვები.
5.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  გავიმეორე წინა დღის მასალა და დავიწყე მუშაობა გეგმის მეორე საკითხის გარშემო.მეც და ტრენინგის სხვა მონაწილეებსაც რა თქმა უნდა გვაინტერესებს თუ სად უნდა ვნახოთ სტანდარტი და როგორ დავწეროთ? ტრენერმა მოგვცა მითითება რომ სტანდარტი უნდა მოვნახოთ ე.ს.გ-ში საგნების მიხედვით. ასევე გაგვაფრთხილა რომ ის სტანდარტი, რომელიც ჩვენს პროექტს შეესაბამება (რომელსაც შევარჩვთ) უნდა გადმოვიკოპიროთ მთლიანად.
  ცხადია უნდა დავადგინო მიზანიც (პროექტის მიზნის განსაზღვრა). ჩემი პროექტის მიზანი განვსაზღვრე შემდეგი დოკუმენტების დახმარბით.
 1.21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები.(გადმოწერილი გვაქვს კურსისი რესურსებში)
 2. ე.ს.გ-დან დადგენილი (შესაბამისი) სტანდარტის ინდიკატორები.
 3. სტანდარტებისა და მიზნების რუკა(გადმოვიწე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
 4.განახლებული ბლუმს ტახსონომია (ზმნების კლასიფიკაცია - გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
 5.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
  გადავედი  მე-4 საკითხზე (მიმართულების მიმცემი კითხვები). ამისათვის შევდივართ მოდული:2 - ის აქტივობა:2 - ში. ვკითხულობ საკითხავ მასალას და ვიგებ რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს. ჩვენ რომ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები უნდა გამოვიყენეოთ შემდეგი დოკუმენტები:
1.მიმართულების მიმცემი საკვენძო სიტყვები (პრეზენტაციაა და არ ვიწერთ, რადგან დიდი მასალაა და არ არის სასურველი მისი გადმოწერა).
2.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა (გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
3.Viewer-ის რესურსებში მოვძებნით სათაურს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ყველა თემისთვის (Excel-ის დოკუმენტია და ამასაც გამოვიყენებთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოსაყალიბებლად).
  ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე "მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები"-ს ჩათვლით ყველაფერი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია. შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. სრულყოფაში მოვიყვანე სასწა...