суббота, 27 октября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია.


ტრენინგის მეხუთე დღე

   რეფლექსია
  დღის  სამუშაო გეგმა, რომელიც ტრენინგის დაწებისთანავე გაგვაცნო ქალბატონმა ნათიამ შემდეგნაირად გამოიყურება:
  გეგმა
1.გამეორება.
2.გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
3.კომენტარები ბლოგზე.
4.მოსწავლის ნიმუში - ბლოგზე მუშაობა.
  ტრენინგი დაიწყო წინა დღეს განხილული საკითხების გამეორებით
 ეს დღე ტრენინგისა ისევე როგოც სხვა დღეები ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ბევრი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია.

ტრენინგის მეოთხე დღე

   რეფლექსია
   დაიწყო ტრენინგის მეოთხე. ტრენერმა ქალბატონმა ნათიამ წარმოგვიდგინა დღის გეგმა შემდეგი სახით:
  გეგმა
1.გამეორება.
2.შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
3.პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.
4.პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე.
  გავიმეორეთ წინ დღის მასალა გადავედით დღის მე-2 საკითხზე.იმისათვის რომ განგვესაზღვრა შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენათ შევედით პროექტებით სწავლების გზამკვლევში და ვნახეთ საკითხავი მასალა  - მოდული:2 აქტივობა:3 ნაბიჯი:2 და მოდული:2 აქტივობა:4 ნაბიჯი:2. ასევე შევედით Viewer - ის რესურსებში და გამოვიყენეთ პროექტის გეგმები.
  მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია და შევინახე იგი ჩემს საქაღალდეში მე-7 მასალად (იქ სადაც არის ექვსი საქაღალდე ვინახავ ამ პრეზენტაციასაც  მე-7 მასალად).
  ტრენერმა პრეზენტაციის გაკეთებამდე შეგვახსენა PowerPoint -ში მუშაობა. კერძოდ- სლაიდების ჩამატება, ცხრილის ჩასმა,დიაგრამის ჩასმა,სურათების ჩასმა,ასოციაციური ჯაჭვების ჩასმა,დიზაინის გამოყენება, ანიმაციების ჩასმა.აქ ჩემთვის ახალი და მნიშვნელოვანი იყო PowerPoint-ში ნებისმიერ სლაიდზე შემოსაზღვრული არის გარეთ ტექსტის ჩაწერა.
   მოვამზადე პრეზენტაცია, რომელიც ჩამოვტვირთე ბლოგზე (იხ: ქვემოთ). როგორ?
 1.ავტვირთე პრეზენტაცია Drive-ში.
 2.ატვირთული პრეზენტაცია გადავიყვანე რედაქტირებს ფორმატში.

суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია.

ტრენინგის მესამე დღე


  რეფლექსია
 ტრენერმა ქალბატონმა ქეთინომ წარმოგვიდგინა გეგმა ტრენინგის მესამე დღისა რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი.
  გეგმა
1.გამეორება.
2.სტანდარტის დადგენა.
3.პროექტის მიზნის განსაზღვრა.
4.მიმართულების მიმცემი კითხვები.
5.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  გავიმეორე წინა დღის მასალა და დავიწყე მუშაობა გეგმის მეორე საკითხის გარშემო.მეც და ტრენინგის სხვა მონაწილეებსაც რა თქმა უნდა გვაინტერესებს თუ სად უნდა ვნახოთ სტანდარტი და როგორ დავწეროთ? ტრენერმა მოგვცა მითითება რომ სტანდარტი უნდა მოვნახოთ ე.ს.გ-ში საგნების მიხედვით. ასევე გაგვაფრთხილა რომ ის სტანდარტი, რომელიც ჩვენს პროექტს შეესაბამება (რომელსაც შევარჩვთ) უნდა გადმოვიკოპიროთ მთლიანად.
  ცხადია უნდა დავადგინო მიზანიც (პროექტის მიზნის განსაზღვრა). ჩემი პროექტის მიზანი განვსაზღვრე შემდეგი დოკუმენტების დახმარბით.
 1.21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები.(გადმოწერილი გვაქვს კურსისი რესურსებში)
 2. ე.ს.გ-დან დადგენილი (შესაბამისი) სტანდარტის ინდიკატორები.
 3. სტანდარტებისა და მიზნების რუკა(გადმოვიწე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
 4.განახლებული ბლუმს ტახსონომია (ზმნების კლასიფიკაცია - გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
 5.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
  გადავედი  მე-4 საკითხზე (მიმართულების მიმცემი კითხვები). ამისათვის შევდივართ მოდული:2 - ის აქტივობა:2 - ში. ვკითხულობ საკითხავ მასალას და ვიგებ რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს. ჩვენ რომ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები უნდა გამოვიყენეოთ შემდეგი დოკუმენტები:
1.მიმართულების მიმცემი საკვენძო სიტყვები (პრეზენტაციაა და არ ვიწერთ, რადგან დიდი მასალაა და არ არის სასურველი მისი გადმოწერა).
2.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა (გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
3.Viewer-ის რესურსებში მოვძებნით სათაურს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ყველა თემისთვის (Excel-ის დოკუმენტია და ამასაც გამოვიყენებთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოსაყალიბებლად).
  ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე "მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები"-ს ჩათვლით ყველაფერი.

суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია.

ტრენინგის პირველი დღე


რეფლექსია

  ტრენინგის პირველივე დღის დასაწყისში მონაწილეებმა ერთმანეთი გავიცანით.ამის შემდეგ ტრენერმა ქალბატონმა ნათიამ წარმოგვიდგინა დღის გეგმა,რომელიც ასე გამოიყურება:
  გეგმა
1.გაცნობა.
2.ტრენინგის მიზნები.
3.გზამკვლელის (Viewer-ის) გაცნობა.
4.პორტფოლიოს საქაღალდეს შექმნა.
5.კურსის რესურსების გაცნობა.
6.პროექტების განხილვა.
7.ბლოგების შექმნა.
  გავიგე რომ ინტელი არის ფირმა,რომელიც ამზადებს პროცესორებს. ასევე ჩავინიშნეთ პროექტებთ სწავლების გზამკვლევის მისამართი 
 შევედით გზამკვლევში (Viewer-ში) და მასში ვნახეთ 21-ე საუკინის უნარ-ჩვევები და პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომლებიც გამოგვადგება პროექტის მიზნების დაწერისას.
  ტრენერმა გაგვაფრითხილა, რომ  როცა დავიწყებთ პროექტის დაწერას  პირველ რიგში უნდა შევქმნათ შემდეგი საქაღალდეები:
1.კურსის რესურსები.
2. მოსწავლის ნიმუში.
3.სასწავლო პროექტის გეგმა.
4.სასწავლო პროექტის დამხმარე.
5.სურათები, აუდიო, ვიდეო. ასევე ამ საქაღალდეში უნდა შევინახოთ სხვა საქაღალდე შემდეგი სახელით- საავტორო უფლებები.
6.შეფასებები.
  ვისწავლე Viewer - დან რესურსების გადმოწერა და მისთვის  განკუთვნილ ფაილში მოთავსება.შევედით რესურსებში, გავარჩიეთ და მასში მოვნახეთ პროექტები, რომლებიც ასევე განვიხილეთ და გავარჩიეთ. შევქმენით ბლოგი, სადაც გარკვეული გამოცდილება მქონდა, თუმცა რა თქმა უნდა აღმოჩნდა ისეთი საკითხი, რომელიც უფრო სხვანაირად მესმოდა  და  გავარკვიე.
  ტრენერმა ასევე მოგვცა საიტი სადაც არის ვიდეო ტრენინგები -  ict.tpdc.ge.ამ დღეს შევიძინე ის უნარები და ცოდნა რომელიც ზემოთ ავღნიშნე და ვფიქრობ რომ მომავალი  დღეები ტრენინგისა უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია. შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. სრულყოფაში მოვიყვანე სასწა...