воскресенье, 11 ноября 2018 г.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია.
შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. სრულყოფაში მოვიყვანე სასწავლო პროექტის გეგმა და შესწორებული საქაღალდე ავტვირთეთ გუგლში დისკზე და შემდეგ ჩვენს ბლოგზე.

  ტრენინგში მონაწილეობის შედეგ ვფიქრობ ,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ-ერთი   პროდუქტიული მეთოდია, რადგან ის  ავითარებს ბავშვებში კვლევა-ძიების უნარებს, მეგობრეთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს, იზრდება მათი მოტივაცია და დამოუკიდებელი აზროვნება.         ამ დროს მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და იძენენ 21-  საუკუნის უნარ-ჩვევებს რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი მოსწავლეებისათვის.
   ბოლო წლების განმავლობაში სურვილი მქონდა გამეხორციელებინა  რამდენიმე პროექტი, მაგრამ მქონდა ბევრი კითხვა მათი  გაფორმების თაობაზე. ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილების  გრძნობა. ამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ბევრი  საკითხი  გახდა ნათელი არა მხოლოდ ტექნილოგიების  ფლობის თვალსაზრისით, არამედ გეგმის სწორად დაწერის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ყოველივე ამას უნდა ვუმადლოდე ქალბატონ ნათია ცინცაძეს. მან ხომ დიდი ენერგია და მოთმინება გამოიჩინა ყოველივე ჩვენგანის სწავლების და უამრავ საკითხებზე პასუხის გაცემის დროს. ეს ტრენინგი დამეხმარება იმაში, რომ ჩემი შემდგომი მუშაობა, ჩემი გაკვეთილეები უფრო საინტერესო იყოს.
 გამიჩნდა დიდი სურვილი შევქმნა არა ერთი საინტერესო პროექტი,  გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი  პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას.  ინტელის სასწავლის სასწავლო კურსის შესწავლა  მომცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი რომელსაც განვახორციელებ მომავალში იყოს უფრო სრულყოფილი და საინტერესო. ამ კურსმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და გამიჩინა მოტივაცია და სურვილი იმისა რომ ვაკეთო უფრო მეტი.ამ ტრენინგმა დამანახვა აგრეთვე ჩემი შესაძლებლობები  ახალი ტექნილოგიები  გამოყენებით. დახარჯული დრო ძალიან  მნიშვნელოვანი  და  სასარგებლო იყო ჩემი  კარიერული  ზრდისთვის. ძალიან მინდა  ჩემი გამოცდილება გაუზიარო ჩემს კოლეგებს  და მათთან ერთად დავგგეგმო ისეთი  მნიშვნელოვანი პროექტები ,რომლიც განაპირობებს სკოლის წინსვლას . 

суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია.

მერვე დღის რეფლექსია.დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით.
1.გამეორება.
2.ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
3.პროექტის საქაღალდის გადახედვა.
4.პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.
   იმისათვის რომ შეგვექმნა ფასილტაციის რესურსები გამოვიყენეთ პროექტებით სწავლების Viewer-დან პროექტების Zip-ბი. გავხსენით Zip-ბი და გამოვიყენეთ საქაღალდე  - Facilitation. გაუწერე ბავშევებს ეტაპებად პრეზენტაციის სახით მოქმედების გეგმა . ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის საქაღალდეს და დავიწყეთ Blogger-ში პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.პირველ რიგში პორტფოლიო ავტვირთეთ Drive-ში, შემდეგ დავაკოპეთ Link-ი, გადმოვედით Blogger - ის გაჯეტებში ავირჩიეთ Link List-ი და ჩახსვით პროექტის პორტფოლიო Blogger-ში. ქალბატონმა ნათიამ მოგვცა მითითება იმის შესახებ რომ Blogger-ში მოთავსებულ პროექტის პორტფოლიოში ცვლილებებს ვერ შევიტანთ. თუ გვინდა ცვლილებების შეტანა უნდა გადმოვიდეთ Drive-ში წავშალოთ ის დოკუმენტი რომელშიც ცვლილების შეტანა გვინდა. ამის შემდეგ Desktop-ზე ჩვენს პროექტის პორტფოლიოში რომელ დოკუმენტის შეცვლაც გვინდა შევცვალოთ და ეს დოკუმენტი ხელახლა ავტვირთოთ Drive-ში.
  ეს დღე თანაბრად დატვირთული იყო როგორც თორიულად ასევე პრაქტიკულად. მნიშვნელოვანი დღე იყო და შევიძინე ის ცოდნა და უნარები რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის რეფლექსია
განვიხილეთ თუ როგორ გამოვიყენიოთ რუბლიკები

1.გამეორება.
2.ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
 გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ამის შემდეგ განვიხილეთ მასალა გზამკვლევიდან მოდული:6 აქტივობა:1 ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით 
  შევავსე პროექტის გეგმა  სასწავლო პორცედურებიდან  ბოლომდე.

суббота, 3 ноября 2018 г.

მექვსე დღის რეფლექსია

  povenpoinsh შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
   გეგმა
1.გამეორება.
2.შეფასება.
3.მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.
4.გეგმების გადახედვა.
  გავიმეორეთ წინა დღის მასალა და გადავედით დღის მეორე საკითხის განხილვაზე. წავიკითხეთ მოდული:5 -ე გზამკვლევიდან და მივიღეთ მითითებები რომ შეფასების დასაწერათ უნდა გამოვიყენოთ - შეფასების გეგმის ჩეკლისტი (რომელიც დავაკპირეთ და შევინახეთ საქაღალდეში - კურსის რესურსები) და Viewer - დან პორექტების Zip-ბი. ტრენერმა მოგვაწოდა რამდენიმე კარგი შეფასება პროექტებიდან რომლებიც ჩავინიშნეთ. შევქმენით ზემოთ აღნიშნული დამხმარე მასალის გამოყენებით რამდენიმე სახის შეფასება და შევინახეთ საქაღალდეში - შეფასებები.
  ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე. ტრენერმა გვიჩვენა რამდენიმე კარგი პრეზენტაცია და მოგვცა მითითებები იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაგვეწერა კარგი პრეზენტაცია. შევქმენი პრეზენტაცია და მგონი კარგი.
  გადავხედეთ პროექტის გემას  და შევავსეთ გრაფა შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
 ამ დღემაც საინტერესოდ  ჩაიარა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მგონია რომ მაქვს საკმარისი სტიმული რომ ეს თეორიული ცოდნა და უნერები გამოვიყენო პრაქტიკაში.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია.

ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-გამოყებებით კურსის რეფლექსია. შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. სრულყოფაში მოვიყვანე სასწა...